„ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის“ – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მესტიიდან მოქალაქეების გამოსვლა შეზღუდულია. შესაბამისად, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლის.

„ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით, ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია, ყველა დარჩეს თავის ადგილას“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები