„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ” – პაატა იმნაძე „კორონავირუსის“ შემთხვევების მატებაზე


„იძულებულები გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ
– აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და „კორონავირუსის“ მომატებულ შემთხვევებზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ “კორონავირუსი” არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა – საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს – სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა “კორონამ” თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.

წესები გამკაცრდება. ერთადერთი, შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც“ – განცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით თუ შესაბამისი წესები არ იქნება დაცული, ვირუსი სხვაგანაც გავრცელდება.

„იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც. მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები