„კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ“ –  მინისტრის გაფრთხილება

ჯანდაცვის სამინისტრო, იმ მედპერსონალთან დაკავშირებით, რომლებიც რამდენიმე ადგილას მუშაობენ, რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არსებული რეგულაციები ირღვევა და სამედიცინო პერსონალს „კოვიდ ვირუსი“ დაუდასტურდა.    

როგორც მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, მედიკოსები არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ იმუშაონ.

„გვქონდა არაერთი თხოვნა, შემდეგ, არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე. გეთანხმებით, რომ  ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად,  საკმაოდ დიდი საფრთხე იქმნება. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადაში მივიღებთ ამ რეგულაციებს,  რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს“,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო პერიოდში, „კოვიდ ინფექცია“ რამდენიმე სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა.   

მსგავსი თემები