„თუ ელჩებისგან ვერ მივიღებთ გარანტიას, რომ მისი სიცოცხლე დაცული იქნება ვიფიქრებთ სახელმწიფო დაცვის პროგრამაზე“ – ენზელ მკოიანის ადვოკატი

„ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და შაბათს მოხდა ბატონი ენძელის გამოკითხვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარში“ ენზელ მკოაინის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეპუტატმა სახელმწიფო დაცვის გამოყენებით ისარგებლოს.

„საქმე გამოძალვის და მუქარის მუხლით აღიძრა. დამატებით ვითხოვთ, რომ მისი უსაფრთოხება დაცული იყოს, ამიტომ მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე დაცული იყოს, თუ ელჩებისგან ვერ მივიღებთ გარანტიას, რომ მისი სიცოცხლე დაცული იქნება ვიფიქრებთ სახელმწიფო დაცვის პროგრამაზე, უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, ჯერ სახელმწიფოსგან რაიმე სახის შემოთავაზება არ ყოფილა. საქმე აღძრულია მუქარის და გამოძალვის მუხლით,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები