“ის მიმართავს ამერიკის ელჩს, რათა დაცული იყოს მისი და მისი ოჯახის სიცოცხლე“ – დეპუტატი ენზელ მკოიანი საელჩოებს მიმართავს

ენზელ მკოაინის ავდოკატი დეპუტატის განცხადებას „მედიაცენტრ მთავარში“ ახმაურებს. ადვოკატის ინფორმაციით დეპუტატის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამოც ის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

„ის ითხოვს ამერიკის ელჩთან შეხვედრას, რათა დაცული იყოს მისი სიცოცხლე და მისი ოჯახის სიცოცხლე, აქვს სურვილი, რომ ეს მოხდეს უახლოეს დღეებში. მას ეჭვები ამ თემასთან დაკავშირებით არავისთან აქვს, როცა დაურეკეს დაეწერა სახელები „ვასილი“ და „ვანია“, მოგვიანებით ეს ტელეფონები გათიშული იყო. მტკიცებით ფორმაში, რომ ეს პოლიტიკას უკავშირდება არ ვიცით და ვერ ვიტყვით.

შინაარსობრივად ეს ორი ზარი რთმანეთს არ ჰგავდა, მაგრამ დროის ახლო მონაკვეთებში განხორციელდა ორივე და ეჭვებს ბადებს,“ – აღნიშნა ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი იმ ფაქტსაც ეხმაურება, რომელსაც მარტში ჰქონდა ადგილი, მურმანიშვილი თვლის, რომ ზოგმა ტელევიზიამ მომხდარი ტენდენციურად გააშუქა.

„გამოძიება მარტში მომხდარ ფაქტზე დასრულებულია, გამოძიებამ დაადგინა, რომ ენზელ მკოიანი იცავდა თავს და ამაზე ყველა მანიპულაცია უნდა დასრულდეს, არის ამოჭრილი კადრი, რომ ადამიანი  იარაღით დადის, ესაა კონტექსტიდან ამოღებული კადრი. მის მიმართ განხორციელდა პირდაპირ დამიზნებით სამი სროლა, მას აქვს უფლება დაიცვას თავი, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, კანონი გაძლევს უფლებას, რომ იმოქმედო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.“ – განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა „მეიდაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები