სამეგრელოში მეუფე დააყაჩაღეს

2 დღის უკან, სენაკში, მეუფე საბას დაყაჩაღებასთან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპისთვის, ყაჩაღები დაკავებულები არ არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა  მობილური ტელეფონები და მცირედი თანხა წაიღეს.

შემთხვევა სენაკში მოხდა. დაყაჩაღებული სახლი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს, მეუფე საბა გიგიბერიას ეკუთვნის.

მსგავსი თემები