„კორონავირუსით“ ინფიცირებულებს შორის 2 მედპერსონალია   

„კორონავირუსით“ ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, 9 ახალი შემთხვევა გვაქვს, მათ შორის ორი სამედიცინო პერსონალია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია.

„ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ცნობილია. დღეს 9 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები