მკვლელობა ტყიბულში, გარდაცვლილია 40 წლის მამაკაცი

40 წლამდე მამაკაცი მოკლეს ტყიბულში. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანიდად, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.  მამაკაცი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.

გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები