“კორონავირუსის” 9 ახალი შემთხვევა საქართველოში

“კორონავირუსის” კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი.  

საქართველოში სულ 1225 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1000.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. “კორონავირუსის” შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინში სულ 7068 ადამიანი იმყოფება, 250 კი სტაციონარშია მოთავსებული.

მსგავსი თემები