„ვისაც აგარაკი ან სოფელი აქვს, ნუ მოინდომებს ხალხმრავალ კურორტებზე დასვენებას“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

“სადაც ადამიანების თავშეყრაა, იქ ბევრი სხვადასხვა ინფექციის აფეთქებაა შესაძლებელი“, –  ამბობს ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და ყველას ურჩევს, კურორტებს სოფელი არჩიონ.

„გასაგებია, რომ შიდა ტურიზმს ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ განსაკუთრებით, ვისაც ბავშვები გყავთ და გაქვთ შესაძლებლობა, სოფელში, საკუთარ აგარაკზე, უმჯობესია, ეს არჩევანი გააკეთოთ. მაინც და მაინც ნუ მოინდომებთ,  რომ ხალხმრავალ კურორტებზე წაიყვანოთ ბავშვი. ეს „კოვიდის“ პრევენციაც გამოვა და მით უმეტეს, ნაწლავური ინფექციების პრევენციაც იქნება.  სადაც ადამიანების თავშეყრაა, იქ ბევრი სხვადასხვა ინფექციის აფეთქებაა შესაძლებელი. ჰიგიენური წესები,  შეიძლება, სასტუმროებში და რესტორნებში ძალიან ზედმიწევნით არ არის დაცული. ამიტომ, ძალიან ადვილია ინფექციების გავრცელება“, – განაცხადა, ინფექციონისტმა მაია ბაწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები