ვაქცინაზე „ნადირობა” – 4 ლიდერი ვაქცინა არსებობს, ბრიტანეთმა ვაქცინის 300 მილიონი დოზა შეუკვეთა

„როგორც ვხედავთ, მედიკამენტების გამოცდები არც თუ ისე წარმატებულია.  ყველანი ველოდებით ვაქცინას. ვაქცინებზე უფრო მეტი იმედებია, ვიდრე მედიკამენტებზე“ – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

ინფექციონისტის თქმით,  ვაქცინაზე გამოცდა ათასობით ადამიანზე ჩატარდა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია    

„ჯერ-ჯერობით, რასაც ვაკვირდებით, ის ლიდერი ვაქცინები, რომელიც დაწინაურდა და გადავიდა კლინიკური გამოცდის შემდეგ ფაზებზე, ძალიან იმედის მომცემ მონაცემებს წერენ. ფაქტიურად, თუ რეალურად უკვე ადამიანებზეც გამოცდა, ათასობით ადამიანზე ჩატარდა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია, იმუნური პასუხი კარგია. დრო თუ არ გავიდა, არ გვეცოდინება რამდენ ხანს გასტანს ეს იმუნიტეტი. მაგრამ ამ ეტაპზე ყველა იმ პარამეტრით, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინა ძალიან იმედის მომცემი მონაცემებია და ფაქტიურად 4 ლიდერი ვაქცინაა, რამდენიმე ასეულს შორის. შეიძლება იმ დანარჩენ ვაქცინებს შორის რომელიმე დაწინაურდეს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ, რომ ერთი ან რამდენიმე ვაქცინა გავა ბოლოში წარმატებით“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან”.

რაც შეეხება ვაქცინის ბაზარზე გამოსვლის ვადებს, ინფექციონისტის თქმით,  ვადებზე ძნელია ლაპარაკი, მაგრამ დღეს არსებული დინამიკით 2020-ის ბოლოს ან 2021-ის დასაწყისში ვაქცინა უკვე უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული. მისივე ინფორმაციით, ბრიტანეთმა, წინსწრებით, არარსებული ვაქცინის 300 მილიონი დოზა შეუკვეთა.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები