თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს მიმართა, არ გაასაჯაროოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს.

„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ  თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის კომპიუტერისა და მანქანაში აღმოჩენილი წერილის ექსპერტიზის შედეგები.

მსგავსი თემები