ლევან თოფაძემ საავადმყოფო დატოვა

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს.  ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი  ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მკურნალობის შემდეგ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა და  საავადმყოფო დატოვა.

შეგახსენებთ, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. მისი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, ბუთა ჟვანია დააკავეს.

მსგავსი თემები