„ბევრი იმედიანად ელოდებოდა ზაფხულს, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა, ვირუსი უკან არ იხევს” – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„საბედნიეროდ ჩვენთან სიტუაცია სტაბილური რჩება და შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგი რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მსოფლიოს საშუალოსთან შედარებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მაია ბუწაშვილი ქვეყანაში ეპიდსიტუაციას სტაბილურად აცხადებს, თუმცა რისკებზეც  საუბრობს:

„ბევრი იმედიანად ელოდებოდა ზაფხულს, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა, ვირუსი უკან არ იხევს, შემთხვევების ლოკალიზება ხერხდება და დაკავშირებულია კონკრეტულ კლასტერებთან და რეგიონებთან. იყო პერიოდი, რომ მოსახლეობა დამშვიდდა თითქოს კორონა დავამარცხეთ, მაგრამ ვიდრე ჯანმო არ გამოაცხადებს, რომ კორონავირუსი დამარცხდა რა თქმა უნდა ჩვენ ამას დამარცხებულად ვერ ჩავთვლით.

პრობლემა გვრჩება ქვემო ქართლი, ამჟამინდელი აფეთქებაც დაკავშირებულია ქვემო ქართლთან. რისკების პროგნოზირება ძნელია.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ 

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები