“შარვალჩახდილი პატრიოტები” – ღალატი ქვეყნის და ისტორიის წინაშე” – გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უკანონოდ მიუერთა ცხინვალის რეგიონს ახალგორის რაიონი, რომელიც არასდროს შედიოდა იმ ოლქში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავა 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ დილის 4 საათზე ცხინვალის დაბომბვა დაიწყო:

„ეს იყო ახალი საზღვრის დაკანონება, და დღეს ეს შარვალჩახდილი პატრიოტები ამის წინააღმდეგ გამოდიან. დღესაც იქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აცხადებენ. რომ ცხინვალი არ დაუბომბიათ.

სანაკოევის არჩევაც იყო უკანონობა და ღალატი და ამ ღალატის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს, მე მაქვს ფილმი გადაღებული სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისების მიერ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე, აქ  არსად ახსენებს ის რუსეთს.“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები