ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანაში მჯდომი სამი ადამიანი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.