კომაში მყოფი გოგონას ოჯახი მედიასთან კომუნიკაციას წყვეტს – ადვოკატის განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ვიდრე სამართლებრივი საკითხები ბოლომდე არ ამოიწურება და არ დადგება ჭეშმარიტება აღარაფერზე ვისაუბრებთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარში“ კომაში მყოფი გოგონას ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა.

ოჯახი თვლის, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე პროცესები კლინიკაში და სამართლებრივ უწყებებში უნდა გაგრძელდეს:

„ ჩვენ ვახორციელებთ გოგონას ინტერესებს, თემა არის ძალიან სენსიტიური და აქედან გამომდინარე ჩვენი მუშაობა გადავა კლინიკაში და სასამართლოს შენობაში, ასევე პროკურატურაში.

 ჩვენი ვეთიშებით ყოველგვარ პოლემიკას და როდესაც საქმე მივა რაიმე შედეგამდე მერე ვისაუბრებთ.

ეს უშუალოდ ოჯახის თხოვნაა, რომ მედია საშუალებემა თავი შეიკავონ ამ თემის გაშუქებისგან.“ – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები