შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო დასრულდა, მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

4 საათიანი წინასასამართლო სხდომის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ნაწილზე არსებითი განხილვა იწყება. სასამართლოში 6 არასრულწლოვანთან დაკავშირებით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გადაიხედა აღკვეთის ღონისძიების ფორმაც და ის უცვლელი დარჩა.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და არაობიექტური იყო, ვინაიდან საქმეში გიორგი მერაბიშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობების ნაწილი დააკმაყოფილა, ნაწილი კი არა – მოსამართლის გადაწყვეტილებით გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ჩვენებები საქმეში რჩება.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარმომადგენლების პოზიცია, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. არ იქნა შეწყვეტილი დევნა არც ერთი ბრალდებულის მიმართ. ამ ნაწილში ასევე გაზიარებული იქნა სრულად და საქმე გადაცემულია არსებითად განსახილველად ექვსივე ბრალდებულთან მიმართებაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული პირების მიერ იყო ჩადენილი ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისად არსებობს იმის გონივრული მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი,” – განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე მოწმეების ჩვენებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ.

მსგავსი თემები