„კარგია, რომ სტატიაში საუბარია საქართველოს წვლილზე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში“ – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ The Heritage Foundation-ში გაომქვეყნებულ სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი და მასში ხაზგასმითაა საუბარი როგორც საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ასევე  ორმხრივ ინტერესებზე.

„The Heritage Foundation-ში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს. ძალიან კარგია, რომ იქ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და საუბარია ორმხრივ ინტერესებზე, რაც ყოველთვის აკლდა ამ საუბრებს და შეფასებებს, ორმხრივი ინტერესებეი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოწვევები,  მხოლოდ ასე შედგება ჩვენი ორმხრიივი ურთიეთობა.

კარგია, რომ საუბარია საქართველოს წვლილზე, მინიშნებაა, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გაღრმავება, რაც არის კიდეც საბოლოოდ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი თემები