„ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა“ – კობა თამაზაშვილი

„მეტი ვარაუდები გვქონდა, რომ ეს ლეპტოპი, რაღაც სწორ კვალზე გაგვიყვანდა, ან რამე დამაჯერებელი არგუმენტები იქნებოდა მასში“, – აცხადებს გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი.

„ჩვენ, ამ პერიოდის  მანძილზე ველოდებოდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპში. ძალიან გაუგონარია, რომ ჩვეულებრივი ლეპტოპია, არაფრის მთქმელი, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, უფრო მეტი ვარაუდები გვქონდა, რომ ეს ლეპტოპი, რაღაც სწორ კვალზე გაგვიყვანდა, ან რამე დამაჯერებელი არგუმენტები იქნებოდა მასში“, – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, თამარის კომპიუტერი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დალუქული არ დახვდა და ეს არაერთ ეჭვს იწვევს.

„გასაკვირია, რომ ბატონ მიხეილს თავის დროზე, როდესაც უნდა გაცნობოდა და მომხდარიყო ამ ლეპტოპის გახსნა დალუქული არ დახვდა. ეს, რა თქმა უნდა, იმთავითვე ბადებს ეჭვს თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეში და ლეპტოპთან მიმართებაში“, – განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა დღეს ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა და საქმეში ფედერალების ჩართვა ითხოვა.

მსგავსი თემები