თვითმარქვია ანესთეზიოლოგმა 20 წლის გოგოს ანესთეზია ჩაუტარა და კომაში ჩააგდო, გოგონა სიკვდილს ებრძვის

პაციენტი, რომელიც 20 თვეა კომაში იმყოფება, სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის. მიზეზი არასპეციალისტები არიან, კერძოდ კი ანესთეზიოლოგი, რომელმაც ანესთეზია ისე გააკეთა, რომ ანესთეზიოლოგი არც ყოფილა. კლინიკის წარმომადგენლები დრეს დააკავეს.

როგორც გოგონას ოჯახში ადვოკატი აცხადებს, გოგონა კლინიკაში თავისი ფეხით მივიდა, თუმცა, უკან ვერ გამოვიდა.      

„პაციენტი არის 25 წლის გოგონა. 23 წლის ასაკში თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად, რომელსაც იტალიელი სპეციალისტები აკეთებდნენ.  მაც არასწორი ანესთეზიოლოგია ჩაუტარა ექიმმა-ანესთეზიოლოგმა, რომელიც იბრალებდა რომ იყო ანესთეზიოლოგი, კომატოზურ მდგომარეობაში ჩააგდო გოგონა   და 20 თვეა ის კომატოზურ მდგმარეობაში იმყოფება“ – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი.

შემთხვევა “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში” მოხდა. კლინიკის  დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

მსგავსი თემები