„დაჯარიმებულია 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 „ივენთი“, გაკოტრებული ბიზნესი ძალიან ბევრი იქნება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„კარგ შემთხვევაში 10 000 ლარი, რომ მოიგოს კარგმა რესტორანმა 4 თვე უნდა იმუშაოს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

ალავერდაშვილის ინფორმაციით სასტუმროების და რესტორნების მეპატრონეებს ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში 4 თვე მხოლოდ ვალის დაფარვისთვის მოუწევს მუშაობა. ალავერდაშვილი იმ პროცენტულ ვარდნაზეც საუბრობს, რაც მისივე განმარტებით აღნიშნულ ბიზნესს ექნება მომდევნო წლების მანძილზე.

„დაჯარიმებულია 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 „ივენთი“, გაკოტრებული ბიზნესი ძალიან ბევრი იქნება, წარმოიდგინეთ ობიექტი გაიხსნა ვალებით და რომ დაჯარიმდეს 4 თვე მხოლოდ იმისთვის უნდა იმუშაოს, რომ გადაიხადოს ეს ვალები.

ჩვენი პროგნოზი იყო, რომ წლევანდელი წელი დასრულდებოდა მინუს 75% – იანი ვარდნით, რაც ორი სამი კვირის წინ ბევრმა კვლევებმა დაადასტურა ,ესაა ორ ნახევარი მილიარდი არ შემოსული ლარი ქვეყანაში, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, თუ სექტორი ზაფხულში დასაქმებულთა რაოდენობას 300 000 – -მდე ზრდიდა, ახლა ეს რაოდენობა არ ცდება 7 -8 000 ადამიანს, როგორც ჩვენ ვპროგნოზირებთ წლევანდელი წელი იქნება მინუს 75 % , 2021 წელი იქნება  – მინუს 35% და 2022 წელს დავეწევით 2019 წლის მონაცემებს, ეს იმ შემთხვევაში თუ ნოემბერ – დეკემბერში ვაქცინა იქნება.“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ალავერდაშილი საბანკო ვალდებულებების სირთულეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საბანკო სექტორთან სესხების გადავადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს:“ „ბიზნესის დიდი ნაწილი სესხებით იყო შექმნილი, შესაბამისად მათ დარჩათ ვალდებულებები ბანკებთან, ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური შეთანხმებები ბანკებთან და თუ ბანკებმა ერთ წლით არ გადაავადეს მათი ვალები ამ სესხების გადახდა იქნება რთული და ასევე აღსრულების განხორციელება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჩვენი ინიციატივით დავთვალეთ სესხები, იურიდიული პირების არის სამი მილიარდი ლარი და მილიარდ ნახევარ ლარამდეა ფიზიკური პირების სესხები, ამის გადავადებას ჭიდება 140 მილიარდი დოლარი, ეს თანხა უნდა გვესეხა და შევთავაზეთ სახელმწიფოს, რომ ამ სესხის გადახდის წყაროდ გამოგვეყენებინა ტურისტული გადასახადი და აგვეღო 25 წლიანი სესხი ტურისტული სექტორისთვის.“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები