“კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს. როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, ამჟამად რამდენიმე ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზეა და მსოფლიოს იმედი აქვს, რომ კვლევები წარმატებით დასრულდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე და დაიბანონ ხელები.

შეგახსნებთ, რომ ამჟამად გლობალური მასშტაბით აღრიცხული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18 მილიონს აჭარბებს. ვირუსით 689 000 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები