„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ COVID 19 -ით ინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა

„მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ ინფიცირებული,  14 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაიწერა. 7პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში მათი გაწერაც მოხდება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ განუცხადეს, დღეისათვის  ცენტრში 51 კოვიდ ინფიცირებული გადის მკურნალობას, აქედან 3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემოყვანილი პაციენტებიდან ერთი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან არის გადმოყვანილი.

„მცხეთის სამედიცინო ცენტრი“ ქვეყანაში კოვიდ ინფიცირებული პაციენტების ყველაზე დიდ მიმღებ ცენტრად რჩება.

მსგავსი თემები