გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია დააკავა. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოშია, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი თემები