ახალქალაქი-ნინოწმინდის მოსახლეობა დეპუტატს სთხოვს, ისევ იყაროს კენჭი

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს სთხოვს, დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭი იყაროს.

ადგილობრივების სურვილია, მათი დეპუტატი ისევ მკოიანი იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეთ, სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი. აღნიშნული თხოვნის გაჟღერებას ადგილობრივები საგანგებო განცხადების ფორმატით აპირებენ. მათი თქმით, დეპუტატმა მათ ბევრი რამ გაუკეთა და ის ვალდებულია, ხალხის გვერდით იდგეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „მედიაცენტრი მთავარი“ ახალციხისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს დაუკავშირდა. მან აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, თავი შეიკავა ეპასუხა, აპირებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად სამველ მანუკიანი დაასახელა.

მსგავსი თემები