გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ელექტროშოკს ატარებდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც ოჯახი აცხადებს, გოგონა ელექტროშოკს ატარებდა და რაღაცის შიში ჰქონდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი, ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – აცხადებს გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

შეგახსენებთ, რომ გოგონას ცხედარი ტყეში, საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელზე იპოვეს.

მსგავსი თემები