„მიუღებელია ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სენატორების წერილებს ეხმაურება, სადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლების რეკომენდაციით გამოდიან.

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს პარტნიორები.​

მსგავსი თემები