„სენატორმა რიშმა სახე დაკარგა, დაივიწყა დიპლომატიური ეტიკეტი“ – გიორგი ხაინდრავა (ვიდეო)

„როდესაც ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით შენი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტს მიმართავ, მამაკაცობრივი ედიკეტი მაინც უნდა გქონდეს, რომ „ქალბატონოთი“ მიმართო,“ – ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ სენატორ რიშის განცხადებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ხაინდრავა თვლის, რომ რიშმა დიპლომატიური სახე დაკარგა:

„ბევრად მძიმე სურათია რიშის წერილი, სენატრომა რიშმა სახე დაკარგა, რადგან აბსოლუტურად დაივიწყა დიპლომატიური ედიკეტი, როცა შენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართავ, ამას გააჩნია თავის ფორმა და როგორც მინიმუმ  “ქალბატონო“ მაინც უნდა გამოიყენო, როცა პრეზიდენტს მიმართავ. არის რაღაც ხაზები, რომლის იქით არ უნდა გადახვიდე, თუნდაც რიში იყოს და თუნდაც ამერიკის პრეზიდენტი, ჩვენ არ ვართ კოლონია. საქართველოში პატივი უნდა სცე საქართველოს პრეზიდენტს და არ უნდა მიუთითო სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლოს ვიღაც, თან წერილი მისწერო და ელემენტარული ზრდილობა დაივიწყო,“ – განაცხადა გოგოა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. სასამართლოს მიერ რურუასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა: „მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა. მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – განაცხადა სენატორმა  ჯიმ რიშმა. გიორგი რურუას საქმეს კომიტეტის „ტვიტერის“ მეშვეობითაც.

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება

მსგავსი თემები