“ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია, ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრი კონგრესმენების წერილებზე შეფასებას აკეთებს და ამბობ, რომ, ქება თუ კრიტიკა ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არ აისახება.

მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ რაც სამწუხაროა.

„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი. რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.  

პრემიერის შეფასებით, ზოგიერთები ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ.

„არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, სხვადასხვა სფეროებში – უსაფრთხოების ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. ახლა რაც შეეხება სუბიექტურ რეალობის მოდელირებას – სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები რომ ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება“ ან მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები