დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

ამერიკაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. მისი თქმით, ფოსტით, საყოველთაო ხმის მიცემა ყველაზე უზუსტო და თაღლითური არჩევნები იქნება.

„ფოსტით საყოველთაო ხმის მიცემით 2020 წლის არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უზუსტო და თაღლითური არჩევნები იქნება. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. ხომ არ სჯობს არჩევნების გადადება მანამ, სანამ ხალხი სათანადოდ და უსაფრთხოდ ხმის მიცემას შეძლებს?“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები