პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავა

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავა.

შემთხვევა ქვემო ქართლში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ცოტა ხსნი წინ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ 10 წლის გოგონამ დედას თავად უამბო, რის შემდეგაც მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული მეუღლესთან აღიარა. შემდეგ კი პოლიციაში თავად დარეკა.

“მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.” – აცხადებენ შსს – ში.

მსგავსი თემები