აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს 

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება. დიპლომატი ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული არაფერია.

„ეს არის მიმდინარე გამოძიება. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე გამოძიებაზე. მინდა, მივუსამძიმრო თამარის ოჯახსა და მეგობრებს. არაფერია შვილის დაკარგვაზე ტრაგიკული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახი საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს, კერძოდ, როგორც გარდაცვლილის მამის თხოვნაა, გოგონას კომპიუტერი სწორედ მათ გახსნან და პროცესს ოჯახის ადვოკატიც დაესწროს.     

მსგავსი თემები