„ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა“ – დავით ჭიჭინაძე პომპეო – გახარიას საუბარზე

„ის, რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს,  რომ მსოფლიო დაიღალა ესეთი საქართველოს ყურებით.“  – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, აშშ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარს პრემიერ გახარიასთან.

ჭიჭინაძე  თვლის, რომ გაფრთხილებები ხელისუფლების მისამართით უცხოელი პარტნიორების მხრიდან პერმანენტულ ხასიათს იძენს:

„2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ, ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ ეს იყო ვიზიტი და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით.

რადგან, პერსპექტივა საქართველოს აღარ აქვს და უპერსპექტივო ქვეყანა როგორც ჩვენ, საკუთარ  მოსახლეობას, ისევე  ჩვენს პარტნიორებს არ უნდათ.

ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს  ამ ქვეყანაში ცვლილელები უნდათ.“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები