“საქართველოს მოსახლეობის 76 % ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა” – NDI-ის კვლევა

(NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 76% ფიქრობს, რომ მისაღებია. 

8% ფიქრობს, რომ არ არის მისაღები, ხოლო მოსახლეობის 15% კითხვაზე აფიქსირებს პასუხს – “არ ვიცი”.

რაც შეეხება კითხვას – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი – გამოკითხული მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ მისაღებია; 11%-სთვის მიუღებელია, ხოლო მოქალაქეების 19% ამბობს, რომ “არ იცის”. 

აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. 

მსგავსი თემები