„ჩვენი გემოვნებისა და ტემპერამენტის პარტიას ვერ ვხედავ, კოალიცია გვექნება ქართულ ოცნებასთან“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ მიგაჩნია, რომ როდესაც არის კომპრომატების ომით ჩასატარებელი არჩევნები არ ვაპირებთ ასეთი ტიპის ორომტრიალში ჩაერთოს „კონსერვატიული“ პარტია“, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

„კონსერვატორები“ წელს არჩევნებში დამოუკიდებლად მიღებენ მონაწილეობას და ეყოლებათ მაჟორიტარები, რაც შეეხება კოალიციას, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ კუთხით მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებენ:

„ის თემები, რაც კონსერვატორებს გვაქვს არცერთ ბლოკთან არაა თანხვედრაში, ჩვენი გემოვნებისა და ტემპერამენტის პარტიას ვერ ვხედავ, მიგვაჩნია, რომ მარტო უნდა წავიდეთ არჩევნებში.

ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შეგვიძლია კოალიცია ჩამოვაყალიბოთ „ოცნებასთან“ პარლამენტში შესვლის  შემდეგ. დღეს შეუძლია ორ პოლიტიკურ ძალას ჩამოაყალიბოს კოალიცია, ესაა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა და მეორე სააკაშვილის ორბიტაზე გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიები და რადგან ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობს“ რაიმე სახით თანამშრომლობა და რვა წელი ვართ პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც კეთდებოდა „ქართული ოცნების“ მიერ სწორედ აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კოალიციის შექმნის შემთხვევაში ვიქნებით მათთან.“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები