“მაჟორიტარი ვიქნები – გამარჯვებას ვეღარ წაგვარმთმევენ“ – ირმა ინაშვილი

„პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს,“ – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.

ინაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარი იქნება, ოლქს წარმოშობის ადგილიდან შეარჩევს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია: „ვინაიდან ბევრი კითხვაა, ყველას ერთად ვპასუხობ, მაჟორიტარი ვიქნები. არჩევნები და საერთოდ, პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს. სად წავალ, ვიცი, ისიც ვიცი, ბევრგან მიმიღებენ, ამიტომაც ოლქს ჩემი წარმოშობის კუთხით შევარჩევ, ბავშვობა სად გავატარე- ამ ნიშნით, თუ მთელი შეგნებული ცხოვრება ტერიტორიულად სად ვცხოვრობ- ამ კრიტერიუმით, არა მგონია, რომ ამგვარ კლასიფიკაციას არსებითი დატვირთვა ჰქონდეს.

ბორჯომიდან დაწყებული ყაზბეგით დასრულებული, ლაგოდეხიდან დაწყებული აჭარით გაგრძელებული, ყველგან მიმიღებენ და სიმართლე გითხრათ, უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს ყველა კუთხის მაცხოვრებლების, რომლებიც უანგაროდ, სიყვარულით მგულშემატკივრობენ. ამ ალალ ხალხს ვეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება. ამჯერად გამარჯვებას ვეღარ წაგვართმევენ,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

მსგავსი თემები