მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ვირუსს მთელ მსოფლიოში, საერთო ჯამში, 650 029 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც „გარდიანი“ იუწყება, „კოვიდ-19“ კვლავ სწრაფად ვრცელდება აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ამის გამო რიგმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები ხელახლა დააწესეს.

ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა ავსტრალიაში. ჰონგ კონგში 140-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია. ესპანეთში ვირუსის შემთხვევათა რიცხვი გასამმაგდა.

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ახალ კორონავირუსს 147 143 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები