“გიორგისთან შემხებლობა ჰქონდათ ბოლო მომენტში მხოლოდ “ტოიოტა ქამრის” მგზავრებს” – მირიან ნიკოლაძე

დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი საქარაშვილის ოჯახისთვის მოუოდნელი არ ყოფილამირიან ნიკოლაძე აცხადებს ,რომ არსებობდა მოლოდინი, რომ აღკვეთი ღონისძიებები არ შეიცვლებოდა, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობდა. 

მისივე თქმით, ოჯახის გამოკვეთილი პოზიციაა, “ტოიოტა ქამრის” მარკის ყველა მგზავრის მიმართ წაყენებული იქნას ბრალდება 109-ე მუხლით. 

“ოჯახის პოზიცია არის შეუცვლელი და კატეგორიული, რომ უნდა წაეყენოს ბრალდება 109-ე მუხლით ყველა იმ პირს, რომელიც იმყოფებოდა “ტოიოტას” მარკის ავტომანქანაში. ჩვენი ეს პოზიცია გამოძიებამაც იცის და საზოგადოებამაც იცის, რომ არ იცვლება და არ შეიცვლება სავარაუდოდ, ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოძიების ვადაშივე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს წარდგენილი ეს ბრალდება აღნიშნული პირებისთვის და ვთვლით, რომ მოცემულ ეტაპზე ამის სათანადო საფუძველი არსებობს,” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები