ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

  •  

ქობულეთში, გვიან ღამით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა ფეხის არეში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

კონფლიქტის მიზეზებზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ. დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი თემები