საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 920-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302.

მსგავსი თემები