“2000-2500 ადამიანი სწრაფად უნდა შემოწმდეს, მოსახლეობის ნაწილი რთულად იგებს, კომუნიკაციაში არ შემოდის” – შოთა რეხვიაშვილი

სოფელ ყარაჯალარში, გუშინ ტესტიტებული მოსახლეობის რაოდენობა  გაორმაგდა, თუმცა ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით უფრო მეტი აქტივობაა საჭირო.

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 705 პირი, ყარაჯალარში ტესტირება ჩაუტარდა 377 ადამიანს, წინა დღეებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა შედეგი – ტესტირებულ პირთა რაოდენობა, თუმცა ჩვენ ცალსახად კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. აქ არის 5 ათასი მოსახლე, მესმის, რომ გარკვეული რაოდენობა ადგილზე არ არის და გასულია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მინიმუმ 2000-2500 ადამიანი სწრაფად უნდა შემოწმდეს. ნაწილი მოსახლეობის რთულად იგებს, არ შემოდის კომუნიკაციაში და არ აქვს სურვილი თანამშრომლობის, ამიტომაც გვიწევს ის ძალისხმევა, რასაც ვაკეთებთ, როგორმე უნდა გადავტეხოთ ეს აზროვნება და იმის საჭიროება დავანახოთ ადამიანებს, რომ ეს ჩაკეტილი რეჟიმი, არავის ხელს არ აძლევს და მათი ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დასაბრუნებლად, საჭიროა თანამშრომლობა“,- განაცხადა ჟურნლიტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

მსგავსი თემები