ოზურგეთში ქალი დაჭრეს

ოზურგეთში 42 წლის ქალი გაძარცვეს და დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით ქალს, უცნობი პირები თავს დაესხნენ და ხელჩანთა წაართვეს.

წინააღმდეგობის გაწევისას თავდამსხმელებმა ქალი მხარში დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა.

ექიმების თქმით პაციენტს ჭრილობა მარცხენა მხარის არეში აღენიშნებოდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და ბინაზე გაეწერა. 

მსგავსი თემები