გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

სასამართლო სხდომა გაიმართება ორშაბათს, რა დროსაც იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, მხოლოდ სრულწლოვან ბრალდებულებზე, რის შემდეგაც, წინასასამართლო სხდომა აგვისტოს ბოლოს შედგება, ხოლო არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომაზე -31 ივლისს იმსჯელებენ.  

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქმეზე ბრალდების მხარე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვდა. 

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. 

მსგავსი თემები