“ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ” – პრემიერი “ფრონტერაზე”

ფრონტერასთან“ მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ – იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრონტერას“ საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა ტარგეტირებული მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და კიდევ ერთი საკითხი – რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი ადამიანები დასაქმებული,  რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები