რუსთავი – თბილისის ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სამართალდამცავები ამ წუთებში BMW – ს მარკის თეთრი ფერის ავტომანქანას ჩხრეკას უტარებენ, ავტომანქანიდან გარკვეული ნივთები ამოიღეს, რაც სავარაუდოდ თანხა და ნარკოტიკული საშუალებებია, თუმცა ეს ინფორმაცია შსს – ს მიერ არ დასტურდება. სამართალდამცავებს გაჩერებული ჰყავთ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაც.

ადგილზე არიან დაკავებულების ოჯახის წევრები ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები და ოქმის შედგენა მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეც დანიშნულების რაზმიც.

მსგავსი თემები