ნაძალადევში ჩხრეკა ჩატარდა – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ნათესავის სახლიდან ტელეფონი ამოიღეს, გოგონა ჩიქოვანის ბიძაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ გოგილაშვილს ნარეკვავის დასახლებაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია, თუმცა მან გამომძიებლებს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა.  

ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი თემები