პანკისში პოლიციაა მობილიზებული

ფიზიკური დაპირისპირე მოხდა პანკისში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ეთნიკურად ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

მატანელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. არსებული ინფორმაციით მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც მიზეზის ეს გახდა.

მსგავსი თემები