დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს

 დაკარგული 15 წლის არასრულწლოვანი, რომელსაც 19 ივნისიდან ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი თბილისში აღმოაჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ
თბილისში მცხოვრები 15 წლის ნინო ჯარიაშვილი სახლიდან კვირას გავიდა, მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მსგავსი თემები