„ასეთი ტურბულენტობა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კატასტროფაა“ – დავთ ჭიჭინაძე

„ხელისუფლება დანაშაულებზე ხელის დაფარებას ისე ცდილობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა მათი ჩინოვნიკი რაღაცაშია გასვრილი და ყველაფერის მიჩქმალვას ცდილობენ“ – აცხადებს პარლამენტი დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ყველა სფეროში უსამართლობის განცდას ხედავს.    

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ოფიცრებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ხმა აღარ ისმის. ჯერ ერთი, კარიერისტებმა გადაფარეს და მთავარი, ისინი მუშაობენ დავალებებით და არა ობიექტურობისა და სამართლიანობის დასაცავად.

რადგან იმ ადამიანებისთვის, რომლითაც გაივსო „ოცნება“, ძალოვანი სტრუქტურები, ეს ძველი,  მოძალადე თანამშრომლები არიან, მათთვის კი, ეს  ჩვეულებრივი ამბავია, მათ უკანონობა სისხლში აქვთ გამჯდარი.

აღარ არსებობს ნდობა, ხელისუფლებას აღარაფერი დაეჯერება, რადგან ხალხი ვეღარ გაერკვა, როდის ეუბნებიან მათ სიმართლეს და როდის ცრუობენ“ – აცხადებს ჭიჭინაძე.  

მსგავსი თემები